მხოლოდ ბავშვებისათვის შექმნილი სწავლისა და გართობის სამყარო

ჩვენ შევქმენით YouTube Kids, ბავშვებისთვის უფრო უსაფრთხო და მარტივი რომ გაგვეხადა ონლაინ ვიდეოებით სამყაროს შესწავლა — მათი საყვარელი შოუებიდან და მუსიკიდან ვულკანის მოდელის შექმნამდე (ან ტყლარწის გაკეთებამდე ;-) და იმ ყველაფრის, რაც მათ შორის არის. ასევე, მშობლის მიერ კონტროლის მთელი კომპლექსი არსებობს, გამოცდილება თქვენი ოჯახის საჭიროებებს რომ მოარგოთ.

Android ბეჯი iOS ბეჯი

ან გამოსცადეთ YouTube Kids ვებზე შემდეგ მისამართზე: www.youtubekids.com.

სწავლა YouTube Kids აპის მეშვეობით

უსაფრთხო ონლაინ გამოცდილება ბავშვებისათვის

ჩვენ ვიყენებთ ფილტრების, მომხმარებლის გამოხმაურებისა და ადამიანის მიერ შესრულებული განხილვების ნაკრებს, რომ YouTube Kids-ში ვიდეოები ოჯახისთვის შესაფერისი გავხადოთ. მაგრამ არცერთი სისტემა არ არის სრულყოფილი და შეუსაბამო ვიდეოები მაინც შეიძლება გადაურჩეს ამ კონტროლს. ამდენად, ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ ჩვენი დაცვის გასაუმჯობესებლად და მეტი ფუნქციის შესათავაზებლად, რომლებიც მშობლებს საკუთარი ოჯახებისთვის შესაფერისი გამოცდილების შექმნაში დაეხმარება. მოსინჯეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი კონტროლის ყველა ფუნქცია:

მშობლის მიერ დამტკიცებული კონტენტი

გააკონტროლეთ, რას უყურებენ თქვენი ბავშვები იმ ვიდეოების, არხებისა და კოლექციების ხელით არჩევით, რომელთა ნახვაც მათ შეუძლიათ.

შეიტყვეთ მეტი
ბავშვის პროფილები

შექმენით მაქსიმუმ რვა ბავშვის პროფილი, თითოეული საკუთარი ნახვის პრიორიტეტებით, ვიდეო რეკომენდაციებითა და პარამეტრებით.

შეიტყვეთ მეტი
დაბლოკვა

იპოვეთ ვიდეო ან არხი, რომელსაც არ გინდათ რომ თქვენმა ბავშვმა უყუროს? დაბლოკეთ ის, რომ ავტომატურად წაიშალოს თქვენი ბავშვების ყველა პროფილიდან.

შეიტყვეთ მეტი
ნახვის ისტორია

შეინახეთ იმის ჩანართები, რასაც თქვენი ბავშვები უყურებენ აპში.

შეიტყვეთ მეტი
ძიების კონტროლი

ჩართეთ ძიება, ბავშვებმა მეტ ვიდეოზე წვდომა რომ შეძლონ. უფრო თავშეკავებული გამოცდილებისთვის გამორთეთ ძიება.

შეიტყვეთ მეტი
ტაიმერი

დააყენეთ ტაიმერი და დაადგინეთ შეზღუდვები, რამდენი ხნის განმავლობაში შეუძლიათ თქვენს ბავშვებს აპით გართობა.

შეიტყვეთ მეტი
ვიდეოს შესახებ შეტყობინება

დაუყოვნებლივ მოგვმართეთ იმ ვიდეოების შესახებ შეტყობინებით, რომლებიც არ უნდა იყოს აპში. ვიდეო გამოგვეგზავნება სწრაფი განხილვისთვის.

შეიტყვეთ მეტი
ტელევიზორში ყურება

შემოიკრიბეთ ოჯახი და ისიამოვნეთ YouTube Kids-ით შერჩეულ ტელევიზორებში

შეიტყვეთ მეტი

YouTube Kids-ის ჩამოტვირთვა

ჩამოტვირთეთ აპი

Android ბეჯი iOS ბეჯი